Logo

ირაკლი კობახიძე - სპეკულირებდნენ, თუ რატომ არის Eagle Hills-თან დაკავშირებით კონტრაქტი საიდუმლო გრიფის ქვეშ, ეს არის მიღებული საერთაშორისო პრაქტიკა

პოლიტიკა
64
Frontnews image description

სპეკულირებდნენ, თუ რატომ არის Eagle Hills-თან დაკავშირებით კონტრაქტი საიდუმლო გრიფის ქვეშ - ეს არის მიღებული საერთაშორისო პრაქტიკა, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ POSTV-ის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, არის ასეთი პრაქტიკა, როცა კონკრეტულ კომერციული შინაარსის ხელშეკრულებას ენიჭება კომერციული საიდუმლოების სტატუსი.

"სპეკულირებდნენ, თუ რატომ არის კონტრაქტი საიდუმლო გრიფის ქვეშ. ეს არის მიღებული პრაქტიკა, ჩვენი კანონმდებლობით, საერთაშორისო პრაქტიკით. გათვალისწინებულია ასეთი რამ, რომ კონკრეტულ კომერციული შინაარსის ხელშეკრულებას ენიჭება კომერციული საიდუმლოების სტატუსი. ხაზარაძემ დაიწყო ეს კამპანია და მის კომპანიას ჰქონდა ასევე იგივე მოთხოვნა. იქნებ ისიც აპირებდა არაბების, რუსების, ჩინელების ან ბრიტანელების ჩასახლებას ანაკლიაში. რატომ დამალა? რატომ იყო გაუმჭვირვალე ეს კონტაქტი. 33% არის ჩვენი წილი. თანხმობა განგვიცხადა, რომ ეს 33% გაგვესაჯაროვებინა. მათი თანხმობით ვსაუბრობთ ამაზე. ჩვენთან რჩება 33%. შეიძლება ხვალ ამ კომპანიას სხვა ქვეყანაში შესვლა მოუნდეს და სურდეს, რომ იქ სახელმწიფოს დაუტოვოს არა 33%, არამედ მხოლოდ 20%. ან საერთოდ არაფერი არ დაუტოვოს. 3-4 თვე გრძელდებოდა მოლაპარაკებები თითოეულ პუნქტთან დაკავშირებით. იყო საუბარი იმაზე, თითქოს ეს კონტრაქტი ითვალისწინებს მეჩეთების და სხვა საკულტო ნაგებობების მშენებლობას - არავითარი არაკომერციული შინაარსის პუნქტი არ არის ჩადებული ამ ხელშეკრულებაში“, - განაცხადა კობახიძემ.

Advertisement