
ავტორი
Front News საქართველო
სრული ფარსი იყო ის კამპანია, რომელიც გაიშალა საქართველოში გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ, კანადის მაგალითი არის ამის კიდევ ერთი ძალიან მკაფიო დადასტურება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, კანადაში გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღება კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ქართული კანონის კრიტიკას არ ჰქონდა არავითარი საფუძველი.
“ყველა ქვეყანა ზრუნავს საკუთარ სუვერენიტეტზე და კანადაშიც რა თქმა უნდა, გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღება ემსახურება უცხოური გავლენების პრევენციასა და ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვას. აქედან გამომდინარე, სრული ფარსი იყო ის კამპანია, რომელიც გაიშალა საქართველოში გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ. კანადის მაგალითი არის ამის კიდევ ერთი ძალიან მკაფიო დადასტურება. უბრალოდ, სამარცხვინო იყო ის კამპანია, რომელიც ვიხილეთ ჩვენ საქართველოში გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ. ყოველგვარი არგუმენტის გარეშე როცა აკრიტიკებ კანონს, ეს არის უბრალოდ სამარცხვინო“, – განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს