ირაკლი კობახიძე – სრულიად ვეთანხმები კახი კალაძის განცხადებას, რომ ევროპარლამენტარები, რომლებიც საუბრობენ ე.წ. დებიძინიზაციაზე, არიან ქვეყნის მტრები

ავტორი
Front News საქართველო
“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ეთანხმება თბილისის მერის კახა კალაძეს, რომ ევროპარლამენტარები, რომლებიც “დებიძინიზაციაზე” საუბრობენ, ქვეყნის მტრები არიან.
“მთლიანად ვეთანხმები კახა კალაძის განცხადებას, მან თქვა, რომ ევროპარლამენტარები, რომლებიც ე.წ. დებიძინიზაციაზე საუბრობენ, ქვეყნის მტრები არიან, რა თქმა უნდა, მათ მტრული მოტივაცია ამოძრავებთ, რაც ძალიან სამწუხარო და ძალიან მძიმეა. ევროპარლამენტარები არიან და ყველა პარლამენტში არიან ასეთი ადამიანები. რაც შეეხება დეოლიგარქიზაციას, ამასთან დაკავშირებით, ჩვენ კონკრეტული შეთავაზება გვაქვს. ჩვენ ავიღეთ და ვთარგმნეთ უკრაინული კანონი, მცირე ადაპტაციით მოხდა მისი დაკოპირება და ახლა ეს საკითხი განიხილება სამუშაო ჯგუფში. რატომ უკრაინული კანონი? იმიტომ, რომ ქართულ რეალობაზე მორგებული არ არის, განყენებულ სივრცეში არის ჩამოყალიბებული”, – განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქების სიაში ვერ მოხვდება.
“ჩვენ თუ უკრაინულ კანონს ჩავხედავთ, უკრაინული კანონის მიხედვით, არის 4 კრიტერიუმი და ამის მიხედვით, სამს ოლიგარქი უნდა უკმაყოფილებდეს. უკრაინული კანონის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილი ვერ ჩაითვლება ოლიგარქად. ივანიშვილს არ ერგება ეს კანონი, მაგრამ პირდაპირ ერგება არაერთ ადამიანს, რომელიც ოპოზიციასთან არის დაკავშირებული, ეს არის მაგალითად, კეზერაშვილი, ესენი არიან ხაზარაძე-ჯაფარიძე, სააკაშვილი, ეს არის ჭუტა წერეთელი“, – განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე




