Logo

ირაკლი კობახიძე – სტატუს კვო შენარჩუნდა, რაც ნიშნავს, რომ წინსვლა არ აქვს არც საქართველოს და არც უკრაინას

პოლიტიკა
12.07.2023 / 12:27
Frontnews image description

ძალაში რჩება ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ საქართველო და უკრაინა აუცილებლად გახდებიან ნატო-ს წევრები, თუმცა ამის მიღმა გუშინ არავითარი კონკრეტიკა არ ითქვა, რაც გასაგებიც არის, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ნატო-ს ვილნიუსის სამიტის პირველი დღის შემდეგ გამოქვეყნებულ კომუნიკესთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

 

მისივე თქმით, რეალურად, სტატუს კვო არ შეცვლილა.

 

“როგორც გუშინ არ იცოდა არავინ, კონკრეტულად როდის და როგორ გახდებიან საქართველო და უკრაინა ნატო-ს წევრები, ანალოგიური ვითარებაა გუშინდელი კომუნიკეს შემდეგაც. ანუ სტატუს კვო შენარჩუნდა. არსებითად ძალაში რჩება ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ ორივე ქვეყანა აუცილებლად გახდება ნატო-ს წევრი, თუმცა ამის მიღმა გუშინ არავითარი კონკრეტიკა არ ითქვა, რაც გასაგებიც არის. 

 

დოკუმენტში პირდაპირ აისახა დამოკიდებულება, მათ შორის რუსეთთან მიმართებით ნატო-ს აქვს პრაგმატული პოლიტიკა. რუსეთთან მიმართებით დოკუმენტში პირდაპირ წერია, რომ ნატო-ს სურვილი არ არის კონფრონტაცია რუსეთთან და ამ დამოკიდებულების გამოხატულებაა, რომ არ გვაქვს რაიმე სიახლე, შენარჩუნებულია სტატუს კვო.

 

ბუქარესტის სამიტზე რაც იყო, დაახლოებით იგივე სტატუს კვო არის შენარჩუნებული და იგივე ეხება უკრაინასაც. კიდევ ერთხელ გავიმეორებ – სტატუს კვო შენარჩუნდა საქართველოსთვისაც და უკრაინისთვისაც, რაც ნიშნავს, რომ წინსვლა არ აქვს არც საქართველოს და არც უკრაინას. რეალურად, დამოკიდებულება ასეთია – დარჩა სტატუს კვო და სტატუს კვოს არსი არის ის, რომ დღესაც არავინ იცის, როდის და როგორ გახდებიან საქართველო და უკრაინა ნატო-ს წევრები, რაც გასაგებია იმ პრაგმატული პოლიტიკიდან გამომდინარე, რომელიც ნატო-ს რუსეთთან მიმართებით აქვს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები