ირაკლი კობახიძე – სტიქიის შედეგებთან საბრძოლველად საკმაოდ დიდი ოდენობით სხვადასხვა გაბარიტების ტექნიკა არის მობილიზებული

ავტორი
Front News საქართველო
ტექნიკა არის სრულად მობილიზებული იმისათვის, რომ ვებრძოლოთ სტიქიის შედეგებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს გურიის რეგიონში, საკოორდინაციო შტაბის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, სამუშაოებში ჩართულია ინფრასტრუქტურის სამინისტრო, სამაშველო სამსახური და ჯარის ტექნიკა.
“საკმაოდ დიდი ოდენობით სხვადასხვა გაბარიტების ტექნიკა არის მობილიზებული, შესაბამისად, რაც კი რესურსის მოძიება შეიძლებოდა, ყველაფერი არის სრულად მობილიზებული. ჩართულია ინფრასტრუქტურის სამინისტრო, სამაშველო სამსახური, ჩართულია ჯარის ტექნიკა. ტექნიკა არის სრულად მობილიზებული იმისათვის, რომ ვებრძოლოთ სტიქიის შედეგებს“, – განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე




