
ავტორი
Front News საქართველო
სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა ის, რაც თავის დროზე დაადგინა ქართულმა მართლმსაჯულებამ. ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ გვარამიას აქვს ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, მან ერთ-ერთ ტელევიზიას წაართვა 7 მილიონი.
“ეს არის მარტივი პიარული ტრიუკი, რეალურად სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა ის, რაც თავის დროზე დაადგინა ქართულმა მართლმსაჯულებამ. ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ გვარამიას აქვს ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაული, კერძოდ, მან ერთ-ერთ ტელევიზიას წაართვა, მოჰპარა 7 მილიონი. ეს არის მისი დანაშაულის შინაარსი. ეს არის მძიმე დანაშაული, გამომდინარე იქიდან, რომ ეს იყო მედიის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული. ეს დადასტურდა საბოლოო ჯამში სტრასბურგის გადაწყვეტილებით, ვერავითარი პიარული ტრიუკი ვეღარ დაეხმარება გვარამიას იმაში, რომ ეს ლაქა ჩამოიწმინდოს“, – განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს