Logo

ირაკლი კობახიძე - სწორედ ინსტიტუტების დეპოლიტიზებას ვაკეთებთ, როდესაც კონკრეტულ სფეროებში პრაქტიკა უმჯობესდება

პოლიტიკა
110
Frontnews image description

სწორედ ინსტიტუტების დეპოლიტიზებას ვაკეთებთ, როდესაც კონკრეტულ სფეროებში პრაქტიკა უმჯობესდება, როდესაც ეფექტიანობის დეპარტამენტი მთავრობის ადმინისტრაციიდან აკონტროლებს ყველა უწყებას და მის გარეშე არ გადის არც ერთი შესყიდვა და პრივატიზაცია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ "რუსთავი 2"-ის ეთერში გამართულ დებატებში განაცხადა.

მისი თქმით, სხვა უწყებებიც ასე მუშაობს და ერთმანეთს აკონტროლებენ შესაბამისი უწყებები, რომლებიც არიან პასუხისმგებლები კორუფციასთან ბრძოლაზე.

"რაც შეეხება ინსტიტუტების დეპოლიტიზებას, ზუსტად ამას ვაკეთებთ ჩვენ, როდესაც კონკრეტულ სფეროებში პრაქტიკა უმჯობესდება, როდესაც მაგალითად, ეფექტიანობის დეპარტამენტი მთავრობის ადმინისტრაციიდან აკონტროლებს ყველა უწყებას და მის გარეშე არ გადის არც ერთი შესყიდვა და პრივატიზაცია, ანტიკორუფციულ ფილტრს გადის ეფექტიანობის დეპარტამენტიდან. სხვა უწყებებიც ასე მუშაობს და რაც მთავარია, ერთმანეთს აკონტროლებენ შესაბამისი უწყებები, რომლებიც არიან პასუხისმგებლები კორუფციასთან ბრძოლაზე. სწორედ ეს არის დეპოლიტიზაციის საუკეთესო ინსტრუმენტი, კარგი გაგებით“, - განაცხადა კობახიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები