ირაკლი კობახიძე - სტუდენტების 85%-ზე მეტი განათლებას იღებს თბილისში, რაც პრობლემური მოვლენაა სხვადასხვა თვალსაზრისით, ამ კუთხით არის შესაცვლელი მდგომარეობა

ავტორი
Front News საქართველო
ჩვენ განვსაზღვრეთ 7 ძირითადი გამოწვევა და ამის მიხედვით განისაზღვრა 7 ძირითადი ამოცანა განათლების რეფორმის ფარგლებში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განათლების რეფორმის პრეზენტაციისას განაცხადა.
როგორც მან კონცეფციაზე საუბრისას აღნიშნა, საკმაოდ მარტივი სტრუქტურა აქვს დოკუმენტს.
"რაც შეეხება გამოწვევებს, პირველი გამოწვევა, რომელიც ჩვენი მხრიდან იქნა იდენტიფიცირებული, ეს არის უმაღლესი განათლების სისტემის ჭარბი გეოგრაფიული კონცენტრაცია. დღეს სტუდენტების 85%-ზე მეტი განათლებას იღებს ქვეყნის დედაქალაქში, თბილისში, რაც პრობლემური მოვლენაა სხვადასხვა თვალსაზრისით, მათ შორის, აქაც პრობლემურია ეს ყველაფერი მიგრაციის თვალსაზრისით. არსებული მდგომარეობა იწვევს ახალგაზრდების ჭარბ მიგრაციას რეგიონებიდან დედაქალაქში და ამ კუთხითაც უნდა შევხედოთ ამ პრობლემას და გამოწვევას. ვფიქრობთ, რომ ამ კუთხით არის შესაცვლელი მდგომარეობა.
შესაბამისად, რადგან კონცენტრაცია გვაქვს დედაქალაქში, სხვა დიდი ქალაქები არის არასათანადოდ დატვირთული აკადემიური ინფრასტრუქტურით. განსაკუთრებით, ეს ეხება ისეთ ქალაქებს, როგორიც არის ქუთაისი და რუსთავი. ვფიქრობთ, რომ ამ კუთხით სერიოზული ცვლილებების განხორციელება შეიძლება.
რეგიონებში არის მოქმედი უნივერსიტეტები, თუმცა მათი რესურსები საჭიროებს თვისებრივ გაუმჯობესებას, გაძლიერებას და ასევე, იგივე შეიძლება ითქვას თბილისში მოქმედ სახელოვნებო 3 უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაზე, სპორტის უნივერსიტეტზე და იგივე შეიძლება ითქვას საპატრიარქოს სასულიერო სემინარიებზე, რომლებიც მოქმედებს, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში“, - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


