
ავტორი
Front News საქართველო
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე სტუდენტური პარლამენტის წარმომადგენლებს შეხვდა.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ირაკლი კობახიძემ ისაუბრა საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე და არსებულ გამოწვევებზე.
სტუდენტებთან საუბრისას ყურადღება გამახვილდა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობაზე.
ირაკლი კობახიძემ ახალგაზრდებს ის რეფორმები გააცნო, რომელიც საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელმა ხელისუფლებამ ევროპასთან ინტეგრაციის კუთხით გაატარა. სტუდენტებთან შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს. შეხვედრის დასასრულს ირაკლი კობახიძემ სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს