
ავტორი
Front News საქართველო
“ერთი საინტერესო რამე, რაც უნდა აღინიშნოს დეპოლარიზაციასთან დაკავშირებით – პირველივე პუნქტი, რომელიც არის აღნიშნული ევროკომისიის დოკუმენტში არის სწორედ დეპოლარიზაცია. თუმცა, ამ დოკუმენტმა და გადაწყვეტილებამ თავისთავად გააღრმავა პოლარიზაცია,’’ – განაცხადა “ქართული ოცნების’’ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გადაცემა ,,იმედი LIVE’’-ის ეთერში.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, დოკუმენტმა რადიკალურ ოპოზიციას მისცა პოლარიზაციის გაღვივების შესაძლებლობა.
“დოკუმენტმა რადიკალაურ ოპოზიციას პოლარიზაციის გაღვივების საშუალება მისცა, ანუ საითკენაც მოგვიწოდებს ეს დოკუმენტი და გადაწყვეტილება, ზუსტად იმის საპირისპირო რამე გააღვივა, სამწუხაროდ. არ ვიცი, რატომ არ ქონდათ, თუ ვერ ქონდათ გათვლილი ეს ევროკავშირში. ვერ გეტყვით, მაგრამ ფაქტი ასეთია. ანუ, სულისკვეთება დოკუმენტის არის, რომ უნდა მოხდეს დეპოლარიზაცია. სინამდვილეში, თვითონ ამ დოკუმენტმა და გადაწყვეტილებამ გააღვივა ქვეყანაში პოლარიზაცია. რა თქმა უნდა, ამასაც უნდა შეხედოს ევროკავშირმა სამომავლოდ, როდესაც გადახედავს საკუთარ გადაწყვეტილებას,’’ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს