ირაკლი კობახიძე სულხან თამაზაშვილთან ერთად „ბათუმელთა დარბაზის“ წევრებს შეხვდა


ავტორი
Front News საქართველო
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარტიის აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარესთან სულხან თამაზაშვილთან ერთად, აჭარაში ვიზიტის ფარგლებში, საზოგადოებრივი გაერთიანების – "ბათუმელთა დარბაზის“ წევრებს შეხვდა.
შეხვედრაზე განიხილეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის სამზადისი და წინასაარჩევნო გარემო რეგიონში. აღინიშნა, რომ ქალაქის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია თითოეული ბათუმელის ინიციატივის მოსმენა და გაზიარება.
მთავრობის წარმომადგენლების განცხადებით, ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები მაქსიმალურად იქნება მორგებული მოქალაქეების საჭიროებებზე.
"ბათუმელთა დარბაზს“ ბათუმის საპატიო მოქალაქე, დიპლომატი, ხელოვანი და საზოგადო მოღვაწე ვალერიან მოქერია ხელმძღვანელობს. გაერთიანების წევრები გამორჩეული ბათუმელები არიან.
თაგები:
აჭარა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს