ირაკლი კობახიძე – სულხან თამაზაშვილს აქვს ყველა თვისება, უნარ-ჩვევები, რათა სათანადოდ წარმართოს საქმიანობა


ავტორი
Front News საქართველო
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძის განცხადებით, სულხან თამაზაშვილს აქვს ყველა თვისება, უნარ-ჩვევები, რათა სათანადოდ წარმართოს საქმიანობა.
“პირველ რიგში, მინდა, მადლობა გადავუხადო თორნიკე რიჟვაძეს. შვიდი წლის განმავლობაში ის ემსახურებოდა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას, ჩვენი ქვეყნის ამ უმნიშვნელოვანეს მხარეს. ბევრი რამ გაკეთდა აჭარისთვის გასული წლების განმავლობაში, განხორციელდა უმნიშვნელოვანესი პროექტები, პროგრამები, რათა განვითარდეს ჩვენი ქვეყნის ეს უმნიშვნელოვანესი, ულამაზესი მხარე. რა თქმა უნდა, ამ საქმეს სჭირდება ღირსეული გაგრძელება. მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტს, მცირე დროში მოგვიწია კონსულტაციების გავლა კანდიდატურის შერჩევასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, დღეს წარმოგიდგენთ ღირსეულ კანდიდატს, სულხან თამაზაშვილს, რომელსაც მრავალი წლის განმავლობაში აქვს განხორციელებული საქმიანობა ძალიან მნიშვნელოვან სტრუქტურაში, შინაგან საქმეთა სამინისტროში. წლების განმავლობაში ღირსეულად ემსახურებოდა ჩვენს სახელმწიფოს, ჩვენს ქვეყანას. ის არის აჭარელი, აჭარაში დაბადებული, გაზრდილი და, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მისი საქმიანობა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე. მას აქვს ყველა თვისება, გამოცდილება, სათანადო უნარ-ჩვევები, რათა სათანადოდ წარმართოს ის საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განვითარებასთან. ჩვენ წინაშე არის ძალიან ბევრი გამოწვევა და, დარწმუნებული ვარ, ამ გამოწვევებს საუკეთესოდ გაართმევს თავს სწორედ სულხან თამაზაშვილი. მინდა, წარმატებები ვუსურვო აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე“, – განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს