ირაკლი კობახიძე - სუსი, ასევე შსს, ყველა ძალოვანი სტრუქტურა მობილიზებულია იმისათვის, რომ აღმოფხვრას ნებისმიერი ტიპის დანაშაული

ავტორი
Front News საქართველო
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტრო, ყველა ძალოვანი სტრუქტურა მობილიზებულია იმისათვის, რომ აღმოფხვრას ნებისმიერი ტიპის დანაშაული, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ამ მიმართულებით ჩატარდა კიდევ ერთი წარმატებული სპეცოპერაცია.
"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ეკუთვნის ძალიან დიდი მადლობა, რადგან იყო დანაშაულის პრევენციისთვის მნიშვნელოვანი ოპერაცია და ეს ყველაფერი შედგა წარმატებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე




