ირაკლი კობახიძე - სუსმა გამოავლინა კონკრეტული ქსელები, რომელთა მეშვეობითაც ხდება რადიკალური სცენარების დაგეგმვა, თუმცა ამ გეგმებს განხორციელება არ უწერია


ავტორი
Front News საქართველო
"გამჭვირვალობის შესახებ“ კანონმა შეცვალა ძალიან ბევრი რამ და შეამცირა რადიკალიზმის და პოლარიზაციის ხარისხი ჩვენს ქვეყანაში, ახლა ცდილობენ შემოვლითი გზებით დააფინანსონ რადიკალური აქტივობები, თუმცა მათი რესურსი არის შედარებით შეზღუდული, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქართველ ჟურნალისტებს დანიაში განუცხადა.
მისივე თქმით, NGO-ების ნაწილი ღიად არის ჩართული რევოლუციურ პროცესებში.
"NGO-ების ნაწილი პირდაპირ იყო ჩართული რევოლუციურ პროცესებში, ეს განსაკუთრებით აქტიურად დაიწყო 2022 წლის ივნისიდან, როდესაც ისინი ავიდნენ პოლიტიკურ სცენაზე პარლამენტის შენობის წინ და კანდიდატის სტატუსის არმინიჭების გამო მოითხოვეს მთავრობის გადადგომა და მათივე მონაწილეობით ახალი მთავრობის ფორმირება. იქიდან მოყოლებული ისინი უკვე ღიად არიან ჩართულები რევოლუციურ პროცესებში, რაც ნიშნავდა იმას, რომ თავის დროზე, ამერიკული წყაროებიდან ღიად ფინანსდებოდა რევოლუციური პროცესები NGO-ების მეშვეობით და ეს გაგრძელდა ასევე ევროპული წყაროების მეშვეობით, EED გამოირჩევა როგორც რადიკალიზმის დაფინანსების ერთ-ერთი მთავარი წყარო, რასაც საზოგადოება ხედავს. ეს არის, რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხარო, თუმცა „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონმა შეცვალა ძალიან ბევრი რამ და ამან შეამცირა რადიკალიზმის და პოლარიზაციის ხარისხი ჩვენს ქვეყანაში. ახლა ცდილობენ შემოვლითი გზებით დააფინანსონ ასეთი ტიპის აქტივობები, რადიკალური აქტივობები, თუმცა მათი რესურსი არის შედარებით შეზღუდული. თუმცა თქვენ ნახეთ, რომ სუსმა გამოავლინა კონკრეტული ქსელები, რომელთა მეშვეობითაც ხდება საქართველოში რადიკალური სცენარების დაგეგმვა, მაგრამ ამ გეგმებს განხორციელება არ უწერია", - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს