
ავტორი
Front News საქართველო
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ტაჯიკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ემომალი რაჰმონს შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ირაკლი კობახიძემ ტაჯიკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს გულთბილი მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ უმაღლეს დონეზე განხორციელებული პირველი ვიზიტი ორმხრივ თანამშრომლობას თვისებრივად ახალ ეტაპზე გადაიყვანს.
გაფართოებული ფორმატის შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება დაუთმეს ორმხრივი ურთიერთობების განვითარების კუთხით არსებულ პერსპექტივებს, ასევე - რეგიონული და საერთაშორისო მნიშვნელობის საკითხებს.
საუბარი შეეხო სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებისა და სატრანსპორტო-ლოგისტიკურ სფეროში პარტნიორობის განვითარების მნიშვნელობას.
მხარეებმა ასევე განიხილეს კულტურულ-ჰუმანიტარულ და ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობა, რაც ხელს შეუწყობს ხალხთაშორისი კავშირების გაღრმავებას.
შეხვედრის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და ტაჯიკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ემომალი რაჰმონმა მიიღეს ერთობლივი კომუნიკე ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების შემდგომი განვითარებისა და განმტკიცების შესახებ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს