
ავტორი
Front News საქართველო
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ტაჯიკეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ტაჯიკეთის რესპუბლიკის უმაღლესი კრების წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეს ფაიზალი იდიზოდას შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ირაკლი კობახიძემ წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეს ქართული დელეგაციის მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების მზადყოფნა გამოთქვა.
"შეხვედრისას საუბარი შეეხო სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში, პარტნიორობის, ასევე პარლამენტთაშორისი კავშირების გაძლიერების პერსპექტივებს.
აღინიშნა, რომ ურთიერთპატივისცემასა და მეგობრობაზე დაფუძნებული ურთიერთობები კარგ საფუძველს ქმნის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო გააქტიურებისთვის.
ტაჯიკეთის რესპუბლიკის უმაღლესი კრების წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ უმაღლეს დონეზე განხორციელებული ვიზიტი და ხელმოწერილი შეთანხმებები ხელს შეუწყობს ორმხრივი ურთიერთობების, ისევე როგორც ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის, ახალ ეტაპზე გადასვლას.
შეხვედრის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, დელეგაციასთან ერთად, ოლი მეჯლისის შენობა დაათვალიერა და საპატიო სტუმართა წიგნში სამახსოვრო ჩანაწერი გააკეთა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს