Logo

ირაკლი კობახიძე - ტარიფებს გაზზე და დენზე განაპირობებს მათ შორის გლობალური ფასებიც

პოლიტიკა
165
Frontnews image description

ჩვენ გვაქვს იმედი, რომ მოვახერხებთ ტარიფების შენარჩუნებას, დანარჩენს უკვე გადაწყვეტს კონსულტაციები, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ორშაბათს შედგება სემეკის სხდომა და მიიღებს გადაწყვეტილებას როგორც გაზის, ასევე დენის ტარიფთან დაკავშირებით.

"ზოგადად ფასებს, ტარიფებს გაზზე და დენზე განაპირობებს, მათ შორის გლობალური ფასებიც. ჩვენ უნდა ჩავხედოთ ყველაფერს, ამისდა მიხედვით, ორშაბათს უკვე სემეკი მიიღებს გადაწყვეტილებას როგორც გაზთან, ასევე დენთან დაკავშირებით. ჩვენ გვაქვს იმედი, რომ მოვახერხებთ ტარიფების შენარჩუნებას, დანარჩენს უკვე გადაწყვეტს კონსულტაციები.

ბუნებრივი გაზზე იყო რისკი ტარიფის გაზრდის, მაგრამ კონკრეტული არასწორი პრაქტიკის აღმოფხვრის შედეგად, ჩვენ ძალიან მაღალი ალბათობით, მოვახერხებთ ტარიფის შენარჩუნებას. გამომდინარე იქიდან, რომ საერთაშორისო ფასები გაზზე გაიზარდა, ჩვენთანაც ტარიფის ზრდის რისკი იყო, მაგრამ იმის ხარჯზე, რომ ჩვენ აღმოვფხვერით ამ სფეროში არასწორი პრაქტიკები, გაზის მიმართულებით შევძლებთ ტარიფის შენარჩუნებას. დენთან დაკავშირებითაც მაქსიმალურად ვეცდებით, საერთაშორისო ტარიფები არის გაზრდილი, ამ ფონზე ჩვენ შიდა მექანიზმებით შევეცდებით, რომ მაქსიმალურად შევუნარჩუნოთ ის ტარიფები, რომლებიც არის როგორც გაზთან, ასევე დენთან მიმართებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები