
ავტორი
Front News საქართველო
ახალი ვერსია შემოგვთავაზეს არჩევნების ე.წ. გაყალბებასთან დაკავშირებით, მანამდეც ჰქონდათ ასეთი მცდელობები, რომ ყველას კი არ გაუყალბეს, ორს გაუყალბეს და ორს არა - თავად იკარგებიან და იხლართებიან საკუთარ ტყუილებში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, საბოლოო ჯამში საპარლამენტო არჩევნებზე დაფიქსირდა ის შედეგი, რომელიც გამოხატავდა ქართველი ხალხის ნებას.
"შედეგი დაფიქსირდა ელექტრონული კენჭისყრის საფუძველზე. ძალიან მარტივად, მიდიოდი საარჩევნო უბანზე, ღილაკს აჭერდი ხელს საარჩევნო აპარატზე და იბეჭდებოდა არჩევნების შედეგები. მანიპულაციის არავითარი თეორიული შანსი არ იყო, ამის მიუხედავად, მაინც ახერხებენ სპეკულირებას. ყველამ კარგად დაინახა, თუ ვის მიმართ გამოხატა მხარდაჭერა ქართველმა ხალხმა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს