Logo

ირაკლი კობახიძე - თბილისი დღეს არის ბევრად უფრო ლამაზი, უფრო გამწვანებული, უფრო განვითარებული და მეტი სიცოცხლით სავსე, ეს პირველ რიგში, კახა კალაძის დამსახურებაა

პოლიტიკა
303
Frontnews image description

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, თბილისის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენის ღონისძიებაზე, დედაქალაქის მერის კახა კალაძის დამსახურებებზე ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, თბილისი დღეს ბევრად უფრო ლამაზი, გამწვანებული და განვითარებულია, ვიდრე 8 წლის წინ იყო, რაც პირველ რიგში, სწორედ მერის - კახა კალაძის დამსახურებაა.

დედაქალაქის განვითარებაზე ზრუნვისთვის, ირაკლი კობახიძემ მადლობა გადაუხადა თბილისის მთავრობის წევრებსა და მერიის თანამშრომლებს.

"თბილისი დღეს არის ბევრად უფრო ლამაზი, ბევრად უფრო გამწვანებული, ბევრად უფრო განვითარებული და ბევრად მეტი სიცოცხლით სავსე, ვიდრე ის იყო 8 წლის წინ. ეს არის პირველ რიგში, კახა კალაძის დამსახურება, რომელსაც, ამ შემთხვევაში, როგორც რიგითმა თბილისელმა, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო. ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო თბილისის მთავრობის წევრებს და თბილისის მერიის თითოეულ თანამშრომელს, რომლებიც ყოველდღიურად ზრუნავენ ქალაქის პრობლემების გადაჭრაზე და თბილისის განვითარებაზე“, - განაცხადა კობახიძემ სიტყვით გამოსვლისას.

Advertisement