ირაკლი კობახიძე - თბილისი კვლავაც უნდა დარჩეს ძირითად საუნივერსიტეტო კერად, სადაც ჯამში სტუდენტების ნახევარზე მეტი მიიღებს განათლებას

ავტორი
Front News საქართველო
ჩვენი მიდგომით, თბილისი კვლავაც უნდა დარჩეს ძირითად საუნივერსიტეტო კერად, სადაც ჯამში სტუდენტების ნახევარზე მეტი მიიღებს განათლებას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით დასკვნითი სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი განმარტებით, ამასთან ერთად შესაძლებელია ქუთაისის განვითარება მეორე კერად და რეგიონული უნივერსიტეტების გაძლიერება.
"რაც შეეხება სტუდენტების თბილისში კონცენტრაციას, აქ ასეთი ციტატა უნდა გავიხსენო - "სტუდენტები ფეხებში გვედებიან“ - ჩვენ ასე არ ვსაუბრობთ ახალგაზრდებზე. ეს არ არის ჩვენი ციტატა, ეს ჩვენ არ გვითქვამს. არა მარტო არ გვითქვამს, არც ვფიქრობთ ასე. რაც შეეხება თბილისს, კვლავაც თბილისი უნდა დარჩეს ძირითად საუნივერსიტეტო კერად, ეს არის ჩვენი დამოკიდებულება. უბრალოდ, ვფიქრობთ, ამასთან ერთად შესაძლებელია ქუთაისის განვითარება მეორე კერად და ამასთანავე რეგიონული უნივერსიტეტების გაძლიერება ისე, რომ მეტად გადანაწილდეს სტუდენტების რაოდენობა რეგიონულ ჭრილში. ჩვენი მიდგომით, თბილისი კვლავაც უნდა დარჩეს ძირითად საუნივერსიტეტო კერად, სადაც ჯამში სტუდენტების ნახევარზე მეტი მიიღებს განათლებას“, - განაცხადა კობახიძემ.
რაც შეეხება სოხუმის უნივერსიტეტს, ირაკლი კობახიძის თქმით, ბუნებრივია, ის სტატუსს შეინარჩუნებს, მათ შორის პოლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარე, თუმცა კონკრეტულად როგორ და რა ფორმით შეეხება ეს რეფორმა, ამაზე მსჯელობა შედგება უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან.
თაგები:
ირაკლი კობახიძე




