ირაკლი კობახიძე თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური პოლიტიკის პრეზენტაციას დაესწრო

ავტორი
Front News საქართველო
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჯანდაცვისა და სოციალური პოლიტიკის მიმართულებით თბილისის მერის, კახა კალაძის პრეზენტაციას დაესწრო.
როგორც პრეზენტაციისას აღინიშნა, 2026-2029 წლებში, თბილისში, ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით 3 ახალი პროგრამა ამოქმედდება, არსებული 6 პროგრამა კი გაფართოვდება. კახა კალაძის თქმით, ასევე გაფართოვდება სოციალური პროგრამები და უზრუნველყოფილი იქნება თანაბარი ხელმისაწვდომობა ყველა მუნიციპალურ სერვისზე, პარალელურად, გაგრძელდება გამგეობების მხრიდან თბილისელების მხარდაჭერა სხვადასხვა მიმართულებებით.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კახა კალაძემ ირაკლი კობახიძეს მუნიციპალიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და თბილისელების კეთილდღეობისა და დედაქალაქის განვითარების უზრუნველსაყოფად ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
თაგები:
ირაკლი კობახიძე




