ირაკლი კობახიძე - თბილისში ჩვენი ამოცანაა პირველივე ტურში არჩევნების მოგება მერის შემთხვევაში და საკრებულოს შემთხვევაში, მინიმუმ 38 მანდატის მიღება


ავტორი
Front News საქართველო
თბილისში ჩვენი ამოცანაა პირველივე ტურში არჩევნების მოგება მერის შემთხვევაში და საკრებულოს შემთხვევაში ეს არის მინიმუმ 38 მანდატის მიღება. გუშინდელმა დღემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჩვენ ვართ ძალიან ახლოს ამ მიზანთან, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც „ლელოს“ და გახარიას პარტიის მიერ თბილისის მერობის კანდიდატად ირაკლი კუპრაძის წარდგენას შეეხებოდა.
მისი თქმით, რადიკალური ოპოზიცია არის ძალიან დასუსტებული და არათანმიმდევრულობაც სწორედ ამ სისუსტის გამოვლინებაა.
"არათანმიმდევრულობა არის სისუსტის გამოვლინება, რადიკალურ ოპოზიციაში არის სერიოზული სისუსტე. მათ თვითონ მიიყვანეს აქამდე საკუთარი მდგომარეობა, მას შემდეგ, რაც განაახლეს საბოტაჟი სახელმწიფოს და სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ. დღეს, რადიკალური ოპოზიცია არის ძალიან დასუსტებული. ჩვენი მიზანი, ზოგადად, ამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში არის 64/64 - ეს არის 64 მერის არჩევნების მოგება და 64 საკრებულოს არჩევნების მოგება.
რაც შეეხება თბილისს, თბილისში ჩვენი ამოცანა არის პირველივე ტურში არჩევნების მოგება მერის შემთხვევაში და საკრებულოს შემთხვევაში ეს არის მინიმუმ 38 მანდატის მიღება. გუშინდელმა დღემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჩვენ ვართ ძალიან ახლოს ამ მიზანთან. ჩვენი მოლოდინი არის კახი კალაძის გამარჯვება პირველ ტურში და საკრებულოში 50-დან 38 მანდატის მიღება მინიმუმ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს