
ავტორი
Front News საქართველო
ტერორიზმის მიმართ სოლიდარობა არის სრულიად ახალი მწვერვალი, რაც დაიპყრო როგორც ადგილობრივმა აგენტურამ, ასევე მათმა პატრონაჟმა ქვეყნის გარეთ. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმ ტრაგიკულ მდგომარეობაზე, რომელიც არის შექმნილი როგორც ევროპულ ბიუროკრატიაში, ასევე ადგილობრივ აგენტურაში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ყველამ ძალიან კარგად იცის, თუ რა მოხდა საქალაქო სასამართლოში - ადამიანმა სცადა სასამართლო შენობის დაწვა, რაც არის ყველა ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად ტერორისტული აქტის კვალიფიკაციის მქონე აქტი.
"ასეთ დროს არგამიჯვნა ასეთი ქმედებისგან, თავისთავად მეტყველებს საერთო სულისკვეთებაზე. პოლიტიკური ტერორიზმი და ჩვეულებრივი ტერორიზმი, ზოგადი ტერორიზმი არის მათთვის აბსოლუტურად მისაღები მოვლენა, ეს არის მათი საერთო ხელწერა. მთლიანობაში რასაც ისინი აკეთებდნენ მთელი ამ წლების განმავლობაში, ეს არის ერთგვარი ტერორი ქართველი ხალხის წინააღმდეგ - მუდმივი რაღაცა არეულობის მცდელობები, რევოლუციის სცენარების დაგეგმვა. თუმცა ამ შემთხვევაში ამ ტერორიზმმა შეიძინა უკვე კონკრეტული დანაშაულის სახე. როდესაც ამას არ ემიჯნები, თავისთავად ბუნებრივად იშიფრავ საკუთარ ბუნებას თავიდან ბოლომდე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს