
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თენგიზ ცერცვაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
როგორც ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, თენგიზ ცერცვაძემ ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ქართული მედიცინის განვითარებაში.
“მინდა, ღრმა მწუხარება გამოვთქვა ბატონი თენგიზ ცერცვაძის გარდაცვალების გამო. ბატონი თენგიზი მრავალი წლის მანძილზე ემსახურებოდა ქვეყანას, ადამიანებს, ადამიანების ჯანმრთელობას. მან ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ქართული მედიცინის განვითარებაში და მინდა, მივუსამძიმრო მის ოჯახს, მეგობრებს, ახლობლებს. ძალიან დიდი დანაკლისია ჩვენი ქვეყნისთვის ბატონი თენგიზ ცერცვაძის გარდაცვალება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს