
ავტორი
Front News საქართველო
“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექსპერტების ჯგუფის წევრები პოლიტიკურად უკიდურესად მიკერძოებულები არიან.
“თქვენ იცით ზოგადად როგორია ჩვენი ნდობის ხარისხი ლომჯარიას მიმართ, ეს იცით, ეს ერთი და ნდობას რომ არ იმსახურებს, ეს გამომჟღავნდა იმ შემადგენლობითაც, რომელიც გამოქვეყნდა ყველა ხედავთ, რომ თითქმის ყველა წევრი ამ ჯგუფის არის პოლიტიკურად უკიდურესად მიკერძოებული, რაც დასტურდება არაერთი მათი საჯარო განცხადებით.
აქედან გამომდინარე, პოლიტიკური ინტერესი ამ ნაბიჯის უკან, ძალიან ნათლად იკვეთება, ეს არის კიდევ ერთი სამწუხარო ნაბიჯი, რომელსაც ნინო ლომჯარია დგამს”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს