
ავტორი
Front News საქართველო
თითოეული მოქალაქის უსაფრთხოების დამცველი, მაღალპროფესიული, პასუხისმგებლიანი, მუდამ განვითარების პროცესში მყოფი პოლიცია – საქართველოს ძლიერებისა და უსაფრთხოების გარანტია, მისი წინსვლის აუცილებელი პირობაა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, პოლიციელის დღევანდელი რეპუტაცია, ხალხის განსაკუთრებული ნდობა და პატივისცემა – უმნიშვნელოვანესი საზოგადოებრივი მონაპოვარია.
“მოხარული ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა, პროფესიული დღე მოგილოცოთ შინაგან საქმეთა მინისტრს, სამინისტროს ხელმძღვანელობას, ჩვენს საამაყო პოლიციელებს, სამინისტროს ყველა თანამშრომელს.
თითოეული მოქალაქის უსაფრთხოების დამცველი, მაღალპროფესიული, პასუხისმგებლიანი, მუდამ განვითარების პროცესში მყოფი პოლიცია – საქართველოს ძლიერებისა და უსაფრთხოების გარანტია, მისი წინსვლის აუცილებელი პირობაა. უკანასკნელ წლებში გატარებული რეფორმების შედეგად, თითოეული თქვენგანის შრომითა და ენთუზიაზმით, ქართული პოლიცია ჩამოყალიბდა თანამედროვე, უმაღლესი სტანდარტების ინსტიტუციად. პოლიციელის დღევანდელი რეპუტაცია, ხალხის განსაკუთრებული ნდობა და პატივისცემა – უმნიშვნელოვანესი საზოგადოებრივი მონაპოვარია.
კანონისა და მართლწესრიგის დაცვით, ხალხისა და ქვეყნის ერთგულებით, ყოველდღიური შრომით, ხშირად საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად – სხვათა სიცოცხლესა და უსაფრთხოებაზე ზრუნვით, თქვენ ფასდაუდებელ სამსახურს ეწევით საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და ჩვენი სამშობლოს კეთილდღეობისთვის.
თქვენმა არაერთმა კოლეგამ და მეგობარმა, სამწუხაროდ, ყველაზე ძვირფასი – საკუთარი სიცოცხლე გაიღო სხვათა გადასარჩენად. დღეს, თქვენთან ერთად, კიდევ ერთხელ მივაგებ პატივს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გარდაცვლილ გმირ პოლიციელთა ხსოვნას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს