
ავტორი
Front News საქართველო
თქვენ თუ იმას ამტკიცებთ, რომ ჩემი შვილის გამო 49 ბავშვი არ გაუშვეს ამერიკაში, ეს საერთოდ კატასტროფა ყოფილა, მადლობა ამ მინიშნებისთვის – ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვას იმის შესახებ, იყო თუ არა ანსამბლ “მართვეს“ ბავშვებს შორის მისი შვილი.
მისი თქმით, ასეთი კითხვის დასმა სამარცხვინოა, რადგან ესეც არის პატარა ლიბერალური ფაშიზმის ელემენტი.
“რაც შეეხება “მართვეს“, წარმოუდგენელი რაღაც მოხდა. მე ინფორმაცია საიდან მქონდა, ეს მეორეხარისხოვანია, რატომ გაინტერესებთ, მე შეიძლება ინფორმაცია მქონდეს რაღაცის გამო, მაგრამ თქვენ იმას ამტკიცებთ, რომ ჩემი შვილის გამო არ გაუშვეს? აბა რატომ კითხულობთ? თავიდან თქვით, რომ ბევრი სხვა ასეთი შემთხვევაც იყო, მერე გაასწორეთ.
თუ ბევრი ასეთი შემთხვევაც არსებობს, მით უმეტეს, დიდი პრობლემა ყოფილა, მაგრამ ამ კითხვას რომ სვამთ, ესეც სამარცხვინოა, იმიტომ, რომ ესეც არის პატარა ლიბერალური ფაშიზმის ელემენტი, რაც თქვენ გამოამჟღავნეთ ამ შემთხვევაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს