
ავტორი
Front News საქართველო
ევროკავშირის ელჩი პირდაპირ, უშუალოდ იყო ჩართული საარჩევნო აგიტაციაში რადიკალური ოპოზიციის სასარგებლოდ და მმართველი პარტიის წინააღმდეგ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ჟურნალისტის კითხვას, რა იგულისხმება დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმაში იმ შემთხვევაში, თუ ქცევის ცვლილება არ იქნება ელჩის მხრიდან, კობახიძემ უპასუხა, რომ პირველი დიპლომატიური რეაქცია, რაც შეიძლება ჰქონდეს ხელისუფლებას, არის საგარეო საქმეთა სამინისტროში ელჩის დაბარება.
“პირველ რიგში, საუბარია ასეთ ნაბიჯზე, რაც უნდა გადაიდგას, თუ ჩვენ არ ვიხილავთ ქცევის ცვლილებას. ჩვენ მაქსიმალურად ვერიდებოდით ნებისმიერი ნაბიჯის გადადგმას. მათ შორის, ასეთი მარტივი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმას, თუმცა არ შეწყდა დღემდე ჩვენი ქვეყნის შანტაჟი და არ შეწყდა ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა. კიდევ ერთხელ მინდა გავიხსენო, რომ ევროკავშირის ელჩი პირდაპირ, უშუალოდ იყო ჩართული საარჩევნო აგიტაციაში რადიკალური ოპოზიციის სასარგებლოდ და მმართველი პარტიის წინააღმდეგ. ის აცხადებდა, რომ თუ რადიკალები, ადამიანები, რომლებიც გამოირჩეოდნენ მკვლელობით, წამებით, ბიზნესის რეკეტით, ტელევიზიების მიტაცებით, ომით და ქვეყნის ტერიტორიების 20%-ის დაკარგვით, თუ ეს ადამიანები არ დაბრუნდებოდნენ ხელისუფლებაში, შეჩერებული იყო ქვეყნის ევროინტეგრაცია. ამას აცხადებდა ევროკავშირის ელჩი. მაშინ, რა თქმა უნდა, თავს ვიკავებდით, თუმცა ყველაფერს აქვს საზღვარი. თუ ჩვენ არ ვიხილავთ ქცევის ცვლილებას, რა თქმა უნდა, მოგვიწევს კონკრეტული დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა”, – განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს