ირაკლი კობახიძე – თუ დასრულდება უსამართლობა და პრობლემები ევროპულ ბიუროკრატიაში, განვაახლებთ მუშაობას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში


ავტორი
Front News საქართველო
თუ დასრულდება ის უსამართლობა, არასწორი მიდგომა და პრობლემები ევროპულ ბიუროკრატიაში, რასაც ვხედავთ, ჩვენ განვაახლებთ ჩვენს მუშაობას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, თუმცა ამ ეტაპზე ამის ვერავითარ აზრს ვერ ვხედავთ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, რეალურად, ევროპულ ბიუროკრატიაში ძალიან მძიმე მდგომარეობაა.
“არაფერს არ აქვს ფასი, არც სიმართლეს და არაფერს. ხედავთ, რამდენად აბსურდული ჩანაწერები შეიტანეს მათ იმ რეზოლუციაში, რომელიც დამტკიცდა დაახლოებით 140 ხმით. აქედან გამომდინარე, ასეთი უსამართლობის პირობებში, ასეთი პრობლემების პირობებში, ჩვენს მუშაობას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში აზრი აქვს დაკარგული და აქედან გამომდინარე, ჩვენ მივიღეთ უალტერნატივო გადაწყვეტილება მუშაობის შეწყვეტის თაობაზე. თუ დასრულდება ის უსამართლობა, არასწორი მიდგომა და პრობლემები ევროპულ ბიუროკრატიაში რასაც ვხედავთ, ბუნებრივია, ჩვენ განვაახლებთ ჩვენს მუშაობას, თუმცა ამ ეტაპზე ამის ვერავითარ აზრს ვერ ვხედავთ“, – განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში მონაწილეობს

ირაკლი კობახიძე საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში მიიღებს მონაწილეობას

ირაკლი კობახიძე – ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას ახლა პრაქტიკულად გადასაწყვეტიც არაფერი აქვს, ჩვენი მხრიდან არის შეჩერებული საქმიანობა