
ავტორი
Front News საქართველო
გარკვეული პერიოდი, მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში იქნება სირთულეები, სწორედ მიმდინარე ომის გათვალისწინებით, მაგრამ გვაქვს საფუძვლიანი იმედი, კონკრეტულ ინფორმაციასა და ლოგიკურ დასკვნებზე დაფუძნებული იმედი, რომ ომი დასრულდება – თუ „დემოკრატები“ გაიმარჯვებენ – ერთ წელიწადში, თუ “რესპუბლიკელები“ – უფრო ადრე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ “იმედის” ეთერში განაცხადა.
მისი შეფასებით, მთავარია, ეს წელი ღირსეულად გაიაროს, რის შემდეგაც საერთაშორისო კონტექსტი შეიცვლება.
“გარკვეული პერიოდი, მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში იქნება სირთულეები, სწორედ მიმდინარე ომის გათვალისწინებით, მაგრამ გვაქვს საფუძვლიანი იმედი, კონკრეტულ ინფორმაციასა და ლოგიკურ დასკვნებზე დაფუძნებული იმედი, რომ ომი დასრულდება. თუ „დემოკრატები“ გაიმარჯვებენ – ერთ წელიწადში, თუ „რესპუბლიკელები“ – უფრო ადრე. ამასაც არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, მთავარია, ეს წელი ღირსეულად მივიყვანოთ ბოლომდე და დარწმუნებული ვარ ასე იქნება. ქართველმა ხალხმა ყოველ ჯერზე გამოავლინა განსაკუთრებული გამოცდილება, განსაკუთრებული სიბრძნე და სწორად ამან მოგვცა ჩვენ ყველა სირთულის დაძლევის საშუალება. აქაც, მიმდინარე წელსაც, დარწმუნებული ვარ, იგივე მოხდება. როგორც კი ამ რამდენიმე თვეს ღირსეულად ჩავატარებთ, მაშინვე შეიცვლება საერთაშორისო კონტექსტი და შესაბამისად, ყველა მიმართულებით გაადვილდება პროცესების წარმართვა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს