
ავტორი
Front News საქართველო
კოლექტიური “ნაცმოძრაობა” ორ წელიწადზე მეტია იბრძვის, რომ რამენაირად არიონ ქვეყანა, ქვეყანაში გამოიწვიონ მეორე ფრონტი და ეს ფრონტი დააანონსა რეალურად სალომე ზურაბიშვილმა, როდესაც თქვა, რომ სათავეში ჩაუდგება კოლექტიურ “ნაცმოძრაობას“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილი ისედაც არის კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელი და გამოაცხადებენ თუ არა ლიდერად, ეს მათზეა დამოკიდებული.
“რეალურად ამ ფრონტის მთავარი მიზანი იქნება სწორედ ფრონტის გახსნა. თქვენ იცით, რომ მთელი ეს კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ უკვე ამდენი ხანია, ორ წელიწადზე მეტია, იბრძვის იმისთვის, რომ რამენაირად არიონ ეს ქვეყანა, ქვეყანაში გამოიწვიონ მეორე ფრონტი. ეს ფრონტი დააანონსა რეალურად სალომე ზურაბიშვილმა, როდესაც თქვა, რომ სათავეში ჩაუდგება კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“. ის ისედაც არის კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელი, გამოაცხადებენ თუ არა კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ სალომე ზურაბიშვილს მათ ლიდერად, ეს მათზეა დამოკიდებული, თუ ასე იქნება, ეს მხოლოდ და მხოლოდ კარგი იქნება ჩვენი საარჩევნო შედეგებისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს