
ავტორი
Front News საქართველო
ილია თოფურია იმსახურებს ღირსების ორდენს, თუ ვინმე იმსახურებს ამ გამორჩეულ ჯილდოს, არის სწორედ ილია თოფურია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მარნეულში ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, მან პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად მიმართა სალომე ზურაბიშვილს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.
“ილია თოფურია იმსახურებს ღირსების ორდენს, თუ ვინმე იმსახურებს ამ გამორჩეულ ჯილდოს, არის სწორედ ილია თოფურია. შესაბამისად, მე და პარლამენტის თავმჯდომარემ მივმართეთ სალომე ზურაბიშვილს, საქართველოს პრეზიდენტს, ღირსების ორდენის გაცემასთან დაკავშირებით და იმედი გვაქვს, რომ დღესვე გადაეცემა ილია თოფურიას ღირსების ორდენი“, – განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს