
ავტორი
Front News საქართველო
თუ ვინმეს ვინმეს დასანქცირება უნდა, კეთილი ინებონ და დაიწყონ სააკაშვილით, რომლის გათავისუფლებას ითხოვენ აქტიურად, დაიწყონ ადეიშვილით, რომელიც დასეირნობს უკრაინასა და ევროპაში. აი, ამ ხალხით დაიწყონ და მერე დაგველაპარაკონ ჩვენ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ აშშ-ის მიერ მოსამართლეების დასანქცირებაზე საუბრისას განაცხადა.
“2012 წლამდე, როცა სააკაშვილი და ადეიშვილი მართავდნენ სასამართლოს, მაშინ იყო უამრავი ქეისი, პირდაპირ ცოცხალი ადამიანის მკვლელობისთვის დაიჭირეს ადამიანი. ამის მეასედი პრობლემა მოიტანონ. სირცხვილია, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი. ჩვენ ვერ დავუშვებთ 2012 წლამდე არსებული მდგომარეობის დაბრუნებას სასამართლო სისტემაში, როდესაც სასამართლოში იყო სისტემური პრობლემები, როდესაც სასამართლო გამოიყენებოდა რეპრესიებისთვის“, – განაცხადა კობახიძემ.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებით, აშშ-მა მოსამართლეებს მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძეს, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის მოტივით, სანქციები დაუწესა.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს