
ავტორი
Front News საქართველო
თუკი ვინმე ითხოვს, ან მომავალში მოითხოვს სააკაშვილის სადმე გადაცემას, ან გათავისუფლებას, ყველას ამოძრავებს ერთადერთი მიზანი – ეს არის ომში საქართველოს ჩართვა – განუცხადა ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, ადამიანი, რომელიც ჩამოვიდა საქართველოში ხელისუფლების გადატრიალებისთვის, ქვეყნის არევისთვის და რომელიც დამსახურებულად იხდის სასჯელს, უნდა იყოს იქ, სადაც არის მისი ადგილი.
„თუკი ვინმე ითხოვს ან მოითხოვს მომავალში სააკაშვილის სადმე გადაცემას, ან გათავისუფლებას, ყველას ამოძრავებს ერთადერთი მიზანი – ეს არის ომში საქართველოს ჩართვა. ძალიან მკაფიოდ ვამბობ ამას კონკრეტულ ლოგიკაზე და ინფორმაციაზე დაყრდნობით, აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ასეთ განცხადებებს ჩვენ არ ავყვებით. ვერანაირ გადაცემაზე და გათავისუფლებაზე ვერ იქნება საუბარი. ადამიანი, რომელიც ჩამოვიდა საქართველოში ხელისუფლების გადატრიალებისთვის, ქვეყნის არევისთვის და რომელიც დამსახურებულად იხდის სასჯელს, ბუნებრივია, უნდა იყოს იქ, სადაც არის მისი ადგილი“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს