ირაკლი კობახიძე თურქეთში მომხდარი ტრაგედიის გამო ერდოღანს და თურქ ხალხს უსამძიმრებს


ავტორი
Front News საქართველო
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თურქეთში, სამთო-სათხილამურო კურორტზე მომხდარი ტრაგედიის გამო თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს და თურქ ხალხს უსამძიმრებს.
“ძალიან დამწუხრებული ვარ თურქეთში, კარტალკაიას სათხილამურო კურორტის სასტუმროში გამანადგურებელი ხანძრის გამო. სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ პრეზიდენტ ერდოღანს. თანავუგრძნობთ მსხვერპლთა ოჯახებს და სოლიდარულნი ვართ თურქი ხალხისადმი“, – წერს ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში.
თურქეთში, კარტალკაიას სათხილამურო კურორტზე, ერთ-ერთ სასტუმროში ხანძარს ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, 66 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავდა – 51.
თაგები:
ირაკლი კობახიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს