
ავტორი
Front News საქართველო
თვითონ ასეთი მსჯელობა, რომ სააკაშვილის პატიმრობა არის ბარიერი ევროინტეგრაციის გზაზე, არა მარტო მიუღებელია, აბსურდულთან ერთად ამორალურიცაა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
“უნდათ, რომ რომ ყველაფერი თავდაყირა დაგვიყენონ – ეს არის მათი პიარის ერთ-ერთი მთავარი ხაზი. ისინი გვეუბნებიან, რომ ევროკავშირი სამართლის უზენაესობა კი არ არის, არამედ პირიქით – სამართლის უზენაესობა უპირისპირდება ევროკავშირის იდეას. ეტყობა მათ ასე წარმოუდგენიათ ევროკავშირი, რომ არ არსებობს სამარლთის უზენაესობა, სამართლებრივი სახელმწიფო, კანონი არ უნდა კანონობდეს, სახელმწიფო არ სახელმწიფოობდეს. ჩვენ ასე არ წარმოგვიდგენია. ჩვენ გვგონია, რომ ევროპასთან საერთოდ არ არის თავსებადი ისეთი სახელმწიფო, სადაც არ არის კანონის უზენაესობა და სამართლებრივი სახელმწიფო“, – განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს