
ავტორი
Front News საქართველო
“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს ტინი კოქსს შეხვდა.
“ირაკლი კობახიძემ ტინი კოქსს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პოსტზე მეორე ვადით არჩევა მიულოცა. თავის მხრივ, ტინი კოქსმა ირაკლი კობახიძეს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ევროპის საბჭო სრულ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების პროცესში. ხაზი გაესვა საქართველოში რეფორმების მიმართულებით გაწეულ პროგრესს. საუბარი ასევე შეეხო რეგიონში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს.
მმართველი პარტიის ხელმძღვანელთან ერთად, შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი ირაკლი ჩიქოვანი და ევროპის საბჭოში საქართველოს ელჩი თამარ ტალიაშვილი”, – აღნიშნულია პარტიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს