Logo

ირაკლი კობახიძე - თითქმის ნახევარი საუკუნეა, პატრიარქი წინ მიუძღვის ჩვენს ქვეყანას, ჯანმრთელობასა და მხნეობას ვუსურვებ მას

პოლიტიკა
176
Frontnews image description

თითქმის ნახევარი საუკუნეა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II, როგორც ერის სულიერი მამა,  წინ მიუძღვის ჩვენს ქვეყანას. ფასდაუდებელია მისი ღვაწლი საქართველოს წინაშე სულიერების, რწმენის განმტკიცებისა და სიკეთის დათესვის საქმეში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში წერს.

"ჯანმრთელობასა და მხნეობას ვუსურვებ მას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და ჩვენი ერის მართლმადიდებლური ღირებულებების კიდევ უფრო გაძლიერებისთვის!“ - წერს კობახიძე.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები