ირაკლი კობახიძე - თითოეული ჩვენგანი აფასებს გმირობის ტოლფას თქვენს შრომას მოქალაქეთა სიცოცხლისა და უსაფრთხოების დასაცავად


ავტორი
Front News საქართველო
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მეხანძრე-მაშველებს პროფესიულ დღეს ულოცავს.
მისი თქმით, მეხანძრე-მაშველებს ურთულესი მისია აკისრიათ, რომელიც პროფესიონალიზმთან ერთად, უდიდეს თავდადებას მოითხოვს.
"ძვირფასო მეხანძრე-მაშველებო, გულითადად გილოცავთ პროფესიულ დღეს! თქვენ ჩვენს საზოგადოებრივ ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე საპატიო და, ამასთან, ურთულესი მისია გაკისრიათ, რომელიც პროფესიონალიზმთან ერთად უდიდეს თავდადებას მოითხოვს. თითოეული ჩვენგანი დიდად აფასებს გმირობის ტოლფას თქვენს ყოველდღიურ შრომას მოქალაქეთა სიცოცხლისა და უსაფრთხოების დასაცავად. მადლობას გიხდით ქვეყნისა და საზოგადოებისადმი ერთგული სამსახურისთვის. გისურვებთ ჯანმრთელობას, სიმტკიცეს და მშვიდობიან სამსახურს“, - აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.
თაგები:
ირაკლი კობახიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს