ირაკლი კობახიძე - თითოეული ჩვენგანის ვალია, თავი არ დავზოგოთ საქართველოს დამოუკიდებლობის შენარჩუნებისა და განმტკიცებისთვის


ავტორი
Front News საქართველო
წლების განმავლობაში, ჩვენ გამოვიარეთ ოთხი ომი, საქართველოს სუვერენიტეტის 9-წლიანი ხელყოფა და სისხლიანი ავტორიტარიზმი, თუმცა, თავისუფლებისმოყვარე ქართველი ხალხის გენმა აქაც იმძლავრა და საქართველომ დაიბრუნა დამოუკიდებლობა, თავისუფლება და დემოკრატია, რაც დღეს ჩვენი ქვეყნის წინსვლას, განვითარებასა და ევროპულ ოჯახში გაწევრიანებას მყარ ნიადაგს უქმნის, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ წვევამდელთა ფიცის დადების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს ისტორია 3 ათასწლეულს, ხოლო საქართველოს სახელმწიფოებრიობა - 23 საუკუნეს ითვლის.
"ჩვენს პატარა ქვეყანას მუდმივად უწევდა არსებობა დიდი სახელმწიფოების გზაგასაყარზე. შესაბამისად, საქართველოს და ქართველი ხალხის გზა არასოდეს ყოფილა იოლი. თუმცა, ქართველებს ყოველთვის გვქონდა რწმენა, რომ ვიყავით განსაკუთრებული, ღვთისმშობლის წილხვედრი ერი და სწორედ ამ რწმენამ მოგვცა იმის ძალა, რომ უამრავი ქარტეხილის მიუხედავად, დღემდე მოგვეტანა ჩვენი ქვეყანა და მისი დამოუკიდებლობა. ჩვენს გარშემო იმპერიები ეცემოდნენ, საქართველო კი დღემდე მყარად დგას ფეხზე ღმერთისა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მფარველობით.
ასეთი იყო საქართველოს ბოლო 35-წლიანი ისტორიაც. ამ წლების განმავლობაში, ჩვენ გამოვიარეთ ოთხი ომი, საქართველოს სუვერენიტეტის 9-წლიანი ხელყოფა და სისხლიანი ავტორიტარიზმი. თუმცა, თავისუფლებისმოყვარე ქართველი ხალხის გენმა აქაც იმძლავრა და საქართველომ დაიბრუნა დამოუკიდებლობა, თავისუფლება და დემოკრატია, რაც დღეს ჩვენი ქვეყნის წინსვლას, განვითარებასა და ევროპულ ოჯახში გაწევრიანებას მყარ ნიადაგს უქმნის.
თითოეული ჩვენგანის ვალია, თავი არ დავზოგოთ საქართველოს დამოუკიდებლობის შენარჩუნებისა და განმტკიცებისთვის. გაუმარჯოს დამოუკიდებელ, ერთიან და ძლიერ საქართველოს! ღმერთი იყოს ჩვენი სამშობლოს მფარველი“, - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს