Logo

ირაკლი კობახიძე - თქვენ, ფრონტის წინა ხაზზე ამ ძალადობრივ აქციებში გაუშვით ეს ახალგაზრდები და ახლა მოკალათებული ხართ სავარძელში

პოლიტიკა
180
Frontnews image description

კონკრეტული ადამიანები კონკრეტული დანაშაულისთვის იხდიან სასჯელს, ეს იყო მძიმე დანაშაული, ჩვენ გასული წლების განმავლობაში გამოვიარეთ რევოლუციის ხუთი მცდელობა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, უმაღლესი განათლების რეფორმასთან დაკავშირებით გამართულ დებატებზე განაცხადა.

მისი თქმით, ეს იყო ძალადობრივი მცდელობები, რომლებიც ჩართულები იყვნენ ეს ადამიანები.

"რაც შეეხება პატიმრების საკითხს - მე მინდა ყველას შეგახსენოთ, რომ კონკრეტული ადამიანები კონკრეტული დანაშაულისთვის იხდიან სასჯელს. ეს იყო მძიმე დანაშაული. ჩვენ გასული წლების განმავლობაში გამოვიარეთ რევოლუციის ხუთი მცდელობა. ეს იყო ძალადობრივი მცდელობები, რომლებიც ჩართულები იყვნენ ადამიანები და თქვენი პასუხისმგებლობაც არის ამ ყველაფერში - თქვენ, ფრონტის წინა ხაზზე ამ ძალადობრივ აქციებში გაუშვით ეს ახალგაზრდები და ახლა მოკალათებული ხართ სავარძელში, ეს ბუნებრივია, არის თქვენი პასუხისმგებლობა“, - მიმართა კობახიძემ სიმონ ჯანაშიას.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები