Logo

ირაკლი კობახიძე - თქვენი რეპუტაცია გამოხატულია 8 პროცენტში, ჩვენი რეპუტაცია გამოხატულია 54 პროცენტში

პოლიტიკა
35
Frontnews image description

"ქართული ოცნების“ რეიტინგი არჩევნებში დაფიქსირდა 54 პროცენტი და თქვენი დაფიქსირდა 8 პროცენტი, - ასე მიმართა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ "რუსთავი 2“-ის დებატებში პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრს ბერდია სიჭინავას.

მისი თქმით, 8-პროცენტიან რეიტინგი უფრო შემცირდა 2025 წლის მუნიციპალურ არჩევნებში.

"რაც შეეხება, ვინ რა რეპუტაცია წაიღო, 8-პროცენტიან რეიტინგში, მერე უფრო შემცირდა 2025 წლის მუნიციპალურ არჩევნებში ამაში არის გამოხატული თქვენი რეპუტაცია, განსხვავებით „ქართული ოცნების“ რეპუტაციისგან. "ქართული ოცნების“ რეიტინგი არჩევნებში დაფიქსირდა 54 პროცენტი და თქვენი დაფიქსირდა 8 პროცენტი. თქვენი რეპუტაცია გამოხატულია 8 პროცენტში, ჩვენი რეპუტაცია გამოხატულია 54 პროცენტში. რაც დაფიქსირდა და თქვენც აღიარეთ პარლამენტში შემოსვლით არჩევნების შედეგები, გაგიჭირდათ ერთი წელი, მაგრამ საბოლოო ჯამში მოგიწიათ არჩევნების შედეგების აღიარება“, - განაცხადა კობახიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები