Logo

ირაკლი კობახიძე - ტოტალურად ერთი ხელით იმართება დასავლური მედია და არავის უკვირს, რომ თავის დროზე პრესტიჟულ გამოცემაშიც ნებისმიერი ტყუილი შეიძლება დაბეჭდო

პოლიტიკა
172
Frontnews image description

ტოტალურად ერთი ხელით იმართება დასავლური მედია და ამ ფონზე არავის უკვირს ის, რომ თავის დროზე პრესტიჟულ გამოცემაშიც ნებისმიერი ტყუილი შეიძლება დაბეჭდო, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გიორგი ბაჩიაშვილთან დაკავშირებით New York Times-ის სტატიაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი შეფასებით, მსგავსი პროცესები აჩვენებს, თუ რა მძიმე მდგომარეობაა შექმნილი დასავლურ მედიაში.

"იმდენად ერთი ხელით იმართება, იმდენად ცენზურის ქვეშაა დასავლური მედია, რომ ნებისმიერი ტყუილის დაბეჭდვა შეიძლება მარტივად. თუმცა ქართული საზოგადოებისთვის ნათელია, რა არის სიმართლე, რა არის ჭეშმარიტება და ამის მიხედვით აკეთებს საკუთარ ანალიზს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Advertisement