ირაკლი კობახიძე – ტრამპის ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება, ყველანაირი დაფინანსების გაჩერების თაობაზე, ეს არის შავი დღე რადიკალური ოპოზიციისთვის


ავტორი
Front News საქართველო
ტრამპის ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება, ყველანაირი დაფინანსების გაჩერების თაობაზე. ეს არის შავი დღე რადიკალური ოპოზიციისთვის და ძალიან კარგი განვითარება ქართული დემოკრატიისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ერევანში ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ყველა ის დაფინანსება, რომელიც მიმართულია ქვეყანაში ვითარების არევისკენ, არეულობის შემოტანისკენ, რევოლუციისკენ, უნდა გაჩერდეს.
“ჩვენ მივიღეთ გამჭვირვალობის შესახებ კანონი, თუმცა, გამჭვირვალობაზე ჩვენზე მეტად სხვები ზრუნავენ. გარდა ამისა, თქვენ იცით, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება, ყველანაირი ასეთი დაფინანსების გაჩერების თაობაზე. ეს არის შავი დღე რადიკალური ოპოზიციისთვის და ძალიან კარგი განვითარება ქართული დემოკრატიისთვის. მთავარია, რომ ასე გაგრძელდეს პროცესები. იმედი გვაქვს, რომ ეს არ იქნება მხოლოდ სამ თვიანი შეჩერება. ყველა ის დაფინანსება, რომელიც მიმართულია ქვეყანაში ვითარების არევისკენ, არეულობის შემოტანისკენ, რევოლუციისკენ, რა თქმა უნდა, უნდა გაჩერდეს და ჩვენ მადლობა უნდა გადავუხადოთ ტრამპის ადმინისტრაციას, იმისათვის, რომ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო“, – განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს