ირაკლი კობახიძე – წაგებული არიან, როგორც რეფერენდუმის პირველ ტურში, ასევე მეორე ტურში წააგეს ყველაფერი


ავტორი
Front News საქართველო
“ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოლქების უმრავლესობაში მონაცემების უმრავლესობა დათვლილია და ყველგან “ქართული ოცნება” იმარჯვებს.
„გაცნობთ ოქმების ოფიციალურ მონაცემებს – თბილისში არის უკვე დათვლილი 645 უბანი, დაახლოებით 100 უბანია მხოლოდ დარჩენილი და ამ ეტაპზე შედეგი არის – კახა კალაძე 55,6%, რაც უკვე ნიშნავს იმას, რომ მინიმუმ რამდენიმე ათეული ათასი ხმით აქვს მოგებული კახას კალაძეს. უპირატესობა არის ძალიან დიდი.
თელავი – 42 უბანია დათვლილი, თითქმის სრულდება, უკვე დათვლილია 57,6%, თელავშიც დამაჯერებელი გამარჯვება აქვს მოპოვებული ლევან ანდრიაშვილს. თიანეთი – 12 უბანია დათვლილი, აქაც მონაცემები პრაქტიკულად აღარ შეიცვლება – 59%-ზე მეტი აქვს ჩვენს კანდიდატს. რუსთავი – 50 უბანია დათვლილი, დაახლოებით ორი მესამედი უბნების და შედეგი არის 53,6%. აქაც გამორიცხულია პრაქტიკულად რაიმე არსებითი ცვლილებები უკვე შედეგებში. ქარელი – 30 უბანია დათვლილი, თითქმის დასრულებულია დათვლა, 58,4 %. ხაშურში – ანალოგიურად 45 უბანია და 59% აქვს ჩვენი კანდიდატს. ცაგერი – 38 უბანი, თითქმის დასრულებულია აქაც დათვლა – 64,3%. ბაღდათში დასრულებულია ასევე ხმების დათვლა – 31 უბანი 60,6%. წყალტუბო – 48 უბანია დათვლილი, 58% – აქაც რაიმე ცვლილება არის გამორიცხული, გამარჯვებულია ჩვენი კანდიდატი. ქუთაისი – ორი უბანია დარჩენილი, 122 უბანია დათვლილი, შედეგი გახლავთ 51,8%, ანუ იოსებ ხახალეიშვილიც არის გამარჯვებული ქუთაისში. ოზურგეთი – 55 უბანია დათვლილი, შედეგი – 56,3%, ანუ ავთანდილ თალაკვაძეც არის გამარჯვებული, უკვე შეიძლება, თამამად ითქვას ოზურგეთში. სენაკი – 15 უბანია დათვლილი, 56,3% აქვს ჩვენს კანდიდატს, ანუ აქაც გაიმარჯვა ჩვენმა კანდიდატმა.
მარტვილი ანალოგიურად – 35 უბანია დათვლილი, თითქმის სრულდება 52,9%, აქაც შედეგი არის გადაწყვეტილი. ხობი – 32 უბანია დათვლილი 57,4%, ჩვენი კანდიდატი აქაც დამაჯერებლად იგებს არჩევნებს. პრაქტიკულად, უკვე მოგებული აქვს ზუგდიდი – 96 უბანია დათვლილი, დარჩენილია 12 უბანი, შედეგი არის 52,1% პრაქტიკულად აქაც შეუძლებელია რაიმე ცვლილება. გამარჯვებულია წოწერია ზუგდიდის მუნიციპალიტეტში. წალენჯიხაში გვაქვს 18 უბანი დათვლილი, 12 არის დარჩენილი, შედეგი არის ამ ეტაპზე 50, 7%. ჩხოროწყუ – 30 უბანია დათვლილი 53,6%, აქაც რაიმე არსებითი ცვლილება არის გამორიცხული. ფოთი – 33 უბანია დათვლილი, 57,3%, ანუ გამარჯვებულია ბექა ვაჭარაძე ფოთშიც, შეიძლება ითქვას. ბათუმში – 62 უბანია დათვლილი, ანუ ორი მესამედი 52,2% აქაც რაიმე ცვლილება არის გამორიცხული. ანუ ამ შემთხვევაშიც, არჩილ ჩიქოვანმა შეიძლება, უკვე ითქვას, რომ გაიმარჯვა ბათუმის მუნიციპალიტეტში და ასევე ხელვაჩაურში 46 უბანია დათვლილი 55,8 %, თქვენ ხედავთ, რომ „ქართული ოცნების“ გამარჯვება არის დამაჯერებელი და კიდევ ერთხელ მადლობას გადავუხდით რა თქმა უნდა ხალხს, ამომრჩეველს გამოცხადებული ნდობისთვის.
ჩვენ გამოგვიცხადეს ე.წ. რეფერენდუმი, სადაც მოვიგეთ, ავიღეთ 47%, შემდეგ გამოგვიცხადეს ე.წ. რეფერენდუმის მეორე ტური, სადაც ავიღეთ ბევრად უფრო მეტი, ალბათ დაახლოებით 55%. წაგებული არიან, როგორც რეფერენდუმის პირველ ტურში, ასევე მეორე ტურში წააგეს ყველაფერი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე