
ავტორი
Front News საქართველო
ჩვენ, 2024 წლის 28 ნოემბერს, რეალურად, ევროპულ ბიუროკრატიას გამოვაცალეთ შანტაჟის თითქმის ყველა ბერკეტი. ახლა დარჩათ ერთადერთი - ვიზალიბერალიზაცია და ცდილობენ, დააშანტაჟონ რაღაცნაირად ქართველი ხალხი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ამ განცხადებებს არავითარი ფასი არ აქვს.
"რა თქმა უნდა, ამას არავითარი ფასი არ აქვს, მგონი თავადაც აანალიზებენ ამ დონეზე პროცესებს, რომ ამ შანტაჟს ვერავითარი შედეგი ვერ ექნება. აქედან გამომდინარე მგონია, რომ ეს შანტაჟი აბსოლუტურად ფუჭად ჩაივლის, ეს არის განცხადებები, რომლებსაც არავითარი ფასი არ აქვს“, - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს