Logo

ირაკლი კობახიძე - წელს დასრულდება ხულო-ზარზმის გზის ძირითადი მონაკვეთის მშენებლობა, გოდერძის საბაგირო გზასთან დაკავშირებით წარმოებს საპროექტო სამუშაოები

პოლიტიკა
204
Frontnews image description

წელს დასრულდება ხულო-ზარზმის გზის ძირითადი მონაკვეთის მშენებლობა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას, დეპუტატების კითხვებზე პასუხისას განაცხადა.

მისი თქმით, გოდერძის საბაგირო გზასთან დაკავშირებით წარმოებს საპროექტო სამუშაოები.

"რაც შეეხება ხულო-ზარზმის გზას, წელს დასრულდება ძირითადი მონაკვეთის მშენებლობა და მომავალ წელს, ზაფხულისთვის დასრულდება ასევე მეწყრული მონაკვეთების მშენებლობა და ასფალტის საფარის დაგება. რაც შეეხება გოდერძის საბაგირო გზას, ამასთან დაკავშირებით წარმოებს საპროექტო სამუშაოები და კომპლექსურად იქნება მიღებული გადაწყვეტილებები, მათ შორის, საბაგირო ინფრასტრუქტურის გაფართოების შესახებ“, - განაცხადა კობახიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები