
ავტორი
Front News საქართველო
“ეს არ არის 12 პუნქტის შემადგენელი ნაწილი, აქედან გამომდინარე, არავითარი ვალდებულება არ არსებობს,’’ – ასე უპასუხა “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების შეკითხვას, აპირებს თუ არა “ქართული ოცნება’’ საარჩევნო სისტემის საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, ორი მოსმენით მიღებული კანონპროექტის მიღებას.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, თუ დაინახავენ ოპოზიციის მხრიდან პოლარიზაციის ხარისხის შემცირებისთვის მზაობას, შესაძლოა, მიუბრუნდნენ კანონპროექტის განხილვას, ან მომავალ წელს, ან 2024 წელს.
“ეს არ არის 12 პუნქტის შემადგენელი ნაწილი, აქედან გამომდინარე, არავითარი ვალდებულება არ არსებობს. ჩვენ ვთქვით, რომ წელს ეს კანონპროექტი არ განიხილება, თუ დავინახავთ ოპოზიციის მხრიდან მზაობას, რომ შეამცირონ პოლარიზაციის ხარისხი, ჩვენ, სავარაუდოდ მივუბრუნდებით ან მომავალ წელს, ან 2024 წელს ამ საკითხის განხილვას. მანამდე ეს საკითხი არ განიხილება,’’ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს