Logo

ირაკლი კობახიძე - წელს ყურძნის საპროგნოზო მოსავალი იქნება 200-250 ათას ტონა, რთველის საკოორდინაციო შტაბი 24-საათიანი რეჟიმით მუშაობს

პოლიტიკა
250
Frontnews image description

სახელმწიფო განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მევენახეობა-მეღვინეობის მხარდაჭერას და ამ კუთხით, ეს წელიც არ იქნება გამონაკლისი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, სახელმწიფო საწარმო „მოსავლის მართვის კომპანია“ კახეთის რეგიონში მოწეული საფერავის ჯიშის ყურძენს ჩაიბარებს 1.50 ლარად, რქაწითელსა და სხვა საღვინე ჯიშებს  - 1.20 ლარად, ხოლო არაკონდიციურ და დაზიანებულ ყურძენს - 1.00 ლარად.

"გაგრძელდება ის მიდგომა, რომელიც წინა წლების განმავლობაში მოქმედებდა, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი მევენახეობისა და მეღვინეობის მხარდაჭერისთვის ჩვენს ქვეყანაში. წელს ყურძნის საპროგნოზო მოსავალი იქნება 200-250 ათას ტონა და იმისათვის რომ დროულად დაბინავდეს მოსავალი, რთველის საკოორდინაციო შტაბი მუშაობს 24-საათიან რეჟიმში. მადლობა მინისტრ დავით სონღულაშვილს რთველთან დაკავშირებული სამუშაოების სათანადოდ ორგანიზებისთვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

Advertisement