
ავტორი
Front News საქართველო
10 წლის განმავლობაში სულ 1000-მდე არალეგალი მიგრანტი იყო გაძევებული, არ იყო სახარბიელო სტატისტიკა, მხოლოდ შარშან, 1311 არალეგალი მიგრანტი იქნა გაძევებული, წელს უკვე, გაძევებულია 1980 არალეგალი მიგრანტი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში განაცხადა.
მისი თქმით, ამ მონაცემებით, დაახლოებით 4 წელიწადში არის შესაძლებელი პრობლემის მოგვარება.
"10 წლის განმავლობაში სულ 1000-მდე არალეგალი მიგრანტი იყო გაძევებული, ანუ არ იყო სახარბიელო სტატისტიკა. მხოლოდ შარშან, და ძირითადად ეს პროცესი დაიწყო შარშან ზაფხულში, ანუ დაახლოებით 6 თვის შედეგია ის, რაზეც ვსაუბრობთ, შარშან მთლიანობაში 1311 არალეგალი მიგრანტი იქნა გაძევებული. წელს უკვე, ნახევარი წელიც არ არის გასული, გაძევებულია 1980 არალეგალი მიგრანტი.
როგორც უკვე ითქვა, დაახლოებით მიგრანტების მაჩვენებელი, არალეგალების მაჩვენებელი არის დაახლოებით 20 000. ჩვენ თავიდანვე ვთქვით წლის დასაწყისში, რომ წლის ბოლომდე მინიმუმ 4000 არალეგალი მიგრანტის გაძევებას ვაპირებდით საქართველოდან და როგორც ხედავთ, აბსოლუტურად რეალურია, ეს 6 თვის მონაცემების გათვალისწინებით, შეიძლება 5000-ზეც მოვახერხოთ ასვლა. ამ მონაცემებით, დაახლოებით 4 წელიწადში არის რეალური მთლიანად პრობლემის მოგვარება და ეს არის ჩვენი ერთ-ერთი პრინციპული ამოცანა.
რაც შეეხება მოქალაქეობის მინიჭების გამარტივებას, ამ საკითხზე ვმუშაობთ იუსტიციის სამინისტროსთან ერთად, დაგვჭირდება, ბუნებრივია, პარლამენტის ჩართულობა და შეგვიძლია ერთად ვიმუშაოთ ამ საკითხზე“, - განაცხადა პრემიერმა.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს